Cy Pres ჯილდოები – მომხმარებელთა დაცვა და პირადულობა ინტერნეტში

Cy pres ჯილდოები წარმოადგენს ფულად სახსრებს, რომლებიც ნაწილდება, ერთობლივი სარჩელის საფუძველზე დაკისრებული გადასახადის სახით აშშ-ში. ვინაიდან, მთლიანი სახსრები ვერ განაწილდება მოსარჩელე ერთობის ცალკეულ წევრებზე, მისი გამოყენება შესაძლებელია არამომგებიანი, უფლებადამცველი, კვლევითი ჯგუფების მხარდასაჭერად, როგორც აღნიშნული წევრების წარმომადგენლების. მომხმარებელთა პირადულობის (Consumer privacy) cy pres ჯილდოები ეხმარება Tor-პროექტს გადასცეს ცოდნა ცალკეულ ადამიანებსა და დაწესებულებებს, თუ როგორ უნდა დაიცვან საკუთარი მონაცემები ინტერნეტში, წვლილი შეიტანონ პირადი მონაცემების უსაფრთხოებაში და შექმნან თავისუფალი, ღია წყაროს მქონე, პირადულობის უწინარესობის უზრუნველმყოფი ტექნოლოგიები.

Tor-პროექტის შესახებ

The Tor Project, Inc. ჩამოყალიბდა აშშ-ს 501(c)3 არამომგებიან დაწესებულებად 2006 წელს ადამინთა უფლებების დაცვისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად:

  • უფასო და ღია წყაროს მქონე, ვინაობისა და პირადი მონაცემების გამჟღავნებისგან დაცული საშუალებების შექმნითა და შემუშავებით,
  • მათთან შეუზღუდავი წვდომისა და გამოყენების უზრუნველყოფით,
  • შემდგომი კვლევებითა და მუშაობით საზოგადოების ცნობიერების დონის ასამაღლებლად.

Tor-პროექტი და მის გარშემო შეკრებული ერთობა ქმნის და ავრცელებს ისეთ ფართოდ გამოყენებულ უფასო, ღია წყაროს მქონე, პირადი მონაცემების დაცვის საშუალებებს, როგორიცაა: Tor-ბრაუზერი და Tor-ქსელი.

გარდა ტექნოლოგიების შემუშავებისა, აღნიშნული დაწესებულება ეხმარება ხალხს, ინტერნეტში, მათი პირადი მონაცემების დაცვაში. Tor-პროექტი ასწავლის ათასობით მებრძოლს თავისუფლებისთვის, ჟურნალისტს, უფლებადამცველს, ბიბლიოთეკარს, სხვადასხვა მომსახურებით მოსარგებლეს, ინტერნეტის რიგით მომხმარებელს, თუ როგორ უზრუნველყონ პირადი მონაცემების გაუმხელობა და უსაფრთხოება ინტერნეტში.

Tor-პროექტი მიიჩნევა წამყვან, გამოცდილ დაწესებულებად, ინტერნეტში პირადი მონაცემების უსაფრთხოების დარგში და ხშირად ითავსებს ინფორმაციის მიმწოდებლის როლს, ცალკეული ადამიანებისა და მომხმარებლებისთვის, პირადულობის დაცვის საკითხებში.

წარსულში, Tor-პროექტი იღებდა მომხმარებლის პირადულობის cy pres ჯილდოებს Rose Foundation-ის დაფინანსებით. ამ დაწესებულებას, ათწლეულზე მეტი გამოცდილება აქვს პროექტებისთვის ფინანსური სახსრების მოძიების საკითხებში ფონდებისგან და თანამშრომლობის ისეთ განსხვავებულ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა U.S. State Department – Bureau of Democracy, Human Rights, and Labor; National Science Foundation; Defense Advanced Research Projects Agency (DARPA) და Media Democracy Fund.

დაუკავშირდით Tor-პროექტს Cy Pres ჯილდოების თაობაზე

If you would like to speak to somebody at the Tor Project about whether or not the organization might be appropriate for a cy pres award, please contact the team at grants@torproject.org.

დამატებით წასაკითხი